აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მუნიციპალიტეტების გენდერულ საბჭოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოსა და მუნიციპალიტეტების გენდერულ საბჭოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, დოკუმენტის წარდგენამდე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოების თავმჯდომარეებმა - ნინო წილოსანმა, ფატი ხალვაშმა და დონორი ორგანიზაციის (IFES) წარმომადგენლებმა ქვეყანაში, კერძოდ, ჩვენს რეგიონში ამ მიმართულებით გატარებული სახელმწიფო პოლიტიკისა და სამომავლო მიზნების შესახებ ისაუბრეს.

„დავით გაბაიძის განცხადებით, ბოლო წლებში გენდერული თანასწორობის მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რომელთა შორის ერთ-ერთი გენდერული ბიუჯეტის ფორმირებაა.

ფატი ხალვაშის განცხადებით, მემორანდუმის მიზანი გენდერული თანასწორობის სახელმწიფო მექანიზმების დახვეწა, შესაბამისი პლატფორმის შექმნა, ხელმომწერი მხარეების ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობა, მხარდაჭერა და გენდერული თანასწორობის სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

მემორანდუმს უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოების თავმჯდომარეებმა მოაწერეს ხელი.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, აჭარის მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოების თავმჯდომარეები, ამავე საბჭოების, არასამთავრობო სექტორის, ახალგაზრდობისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი