გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული გაიხსნა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის გახსნა გაიმართა, რომელიც საქართველოს 15 უნივერსიტეტის სამართლის სკოლას აერთიანებს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, კვირეულის დღის წესრიგი ეხმიანება ადამიანის უფლებათა გლობალური კამპანიის მთავარ გზავნილს - ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასათვის!

„ღონისძიების გახსნის ცერემონიალზე სტუმრებს მიესალმნენ: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი; თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი რევაზ ხოფერია; USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე; ალტე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი ქეთევან ცხადაძე; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და საჯარო მმართველობის სკოლის დეკანი ქეთევან ქოქრაშვილი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი კონსტანტინე კორკელია; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თინათინ გოლეთიანი; საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ბეგიაშვილი; სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტი ცისია ოქროპირიძე; გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორი ანა კუჭუხიძე; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი თინათინ ერქვანია.

გახსნის ღონისძიების შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე - რუსეთ-უკრაინის ომი და ადამიანის უფლებები.

დისკუსიას უძღვებოდნენ: დიპლომატი, მეცნიერი, მთარგმნელი, პოეტი, ჟურნალისტი რაულ ჩილაჩავა; ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის სპეციალისტი ნანა მჭედლიძე ; თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი თამარ თომაშვილი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თინათინ გოლეთიანი.

კვირეული ტარდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო