იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაფართოების განხილვა დაიწყო

19 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურმა, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ოფისის მხარდაჭერით, ქალაქ ბორჯომში სამუშაო შეხვედრა ჩაატარა, თემაზე: „იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდა მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის". ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრა გახსნეს სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა (UNHCR) საქართველოში იოჰან ფრანცმა.

„სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი, ლევან კასრაძე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ქეთევან ბეთლემიძე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი. ასევე ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები.

შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა, მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაფართოების საკითხის განხილვა და კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე, უწყებათაშორისი დიალოგის გამართვა. დისკუსიის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ თემაზე შეხვედრები ისევ გაგრძელდება და ოპტიმალური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო