ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტელეარხ „დოჟდზე” გასულ გადაცემასთან დაკავშირებით გამოძიებას იწყებს

ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (VDD) ტელეარხ „დოჟდზე” გასულ ეთერთან დაკავშირებით გამოძიებას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ VDD-ის ოფიციალური ვებსაიტი ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო სკანდალურ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც ლატვიაში რეგისტრირებული TV Rain-ის (“დოჟდის”) ახალი ამბების პროგრამაში გაკეთდა და რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ჯარების ჯარისკაცებისთვის დახმარების გაწევის ეჭვს აჩენს.

აღნიშნული განცხადებები 1 დეკემბერს “დოჟდზე” ახალი ამბების პროგრამაში გაკეთდა. გადაცემის მსვლელობისას მისმა წამყვანმა მაყურებლებს შესთავაზა მიეწოდებინათ ინფორმაცია ფრონტზე მობილიზებული რუსი მოქალაქეების პირობების შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ ტელეარხმა უკვე შეძლო ბევრ რუს ჯარისკაცს დახმარებოდა „აღჭურვილობითა და ელემენტარული კომფორტის უზრუნველყოფით”.

VDD აღნიშნავს, რომ უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ რუსი საოკუპაციო ჯარების მიერ ჩადენილი დანაშაულების გათვალისწინებით, რუსეთისადმი ნებისმიერი დახმარების გაწევა დაუშვებელია. ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია ფინანსური საშუალებების ან ნებისმიერი სხვა საკუთრების პირდაპირი ან ირიბი შეგროვებისთვის ან გადაცემისთვის მხარისთვის, რომლის საქმიანობაც მიმართულია რომელიმე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

„დოჟდის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინა კოტრიკაძემ ტელეარხის რედაქციის სახელით ამ ფრაზას “მცდარი და “დოჟდის” მთელი რედაქციისთვის კატეგორიულად მიუღებელი” უწოდა. ასევე ცნობილი გახდა, რომ 2 დეკემბერს “დოჟდმა” თანამშრომლობა შეწყვიტა სკანდალური ფრაზის ავტორთან, ალექსეი კოროსტელევთან.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის