„ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, აქციას გამართავს

„ნაციონალური მოძრაობა“ თავის მხარდამჭერებთან ერთად, “ქართული ოცნების" ოფისთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქციას გამართავს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნაა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რაც მის გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.

პარტიაში ასევე განმარტავენ, რომ დღევანდელი აქციის მონაწილეებს პოლიტიკური დღის წესრიგი არ გააჩნიათ და მათი მიზანი მხოლოდ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა.

აქციას სხვადასხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც დაესწრებიან, მათ შორის გიგი უგულავა, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, რომ "სანამ მიშა სამშვიდობოს იქნება, ერთი და მხოლოდ ერთი საკითხია, სადაც ვიქნები ყველგან და ყოველთვის".

„ახლა ყველა სხვა საკითხი, ჩვენი ევროპული მომავალიც ამ საკითხს უკავშირდება. უფსკრულის წინაშე ვდგავართ. ახლა გამოჩნდება, ვართ თუ არა იესოს მცნებების მიმდევარი ერი და ვართ თუ არა ჰუმანური საზოგადოება.

განდევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაბრუნდა სამშობლოში და ის მოაკვდინეს, სიკვდილთან მიიყვანეს. დევნილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა სამშობლოში და მას ციხეში კლავენ. მერე გვიან იქნება", - წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა