„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები ბრატისლავაში ALDE-ს პრეზიდენტს ილჰამ კიუჩიუკს შეხვდნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა ბრატისლავაში, ALDE-ს პრეზიდენტთან ილჰამ კიუჩიუკთან შეხვედრა გამართეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ვაშაძემ და სერგო ჩიხლაძემ ევროპარლამენტართან საქართველოს ევროინტეგრაციის და 12 პუნქტის საკითხზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო ALDE-ს და „სტრატეგია აღმაშენებლის“ სამომავლო ურთიერთობასაც.

„შევხვდით ALDE-ს პრეზიდენტს, ილჰამ კიუჩიუკს. ვისაუბრეთ ALDE-ს და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შემდგომ თანამშრომლობაზე, განვიხილეთ საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი და 12 პუნქტის შესრულების პერსპექტივები. ასევე, მომავალი წლის დასაწყისში დაიგეგმა ALDE-ს ორივე პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში.

ALDE-ს ლიდერებისა და ევროპარლამენტარების მხრიდან კი გაგრძელდება ის უპრეცედენტო მხარდაჭერის კამპანია, რაც ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა ცოტა ხნის წინ წამოიწყეს “, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება