ხატია დეკანოიძე - არ მინდა მიხეილ სააკაშვილის მსგავს მდგომარეობაში ვინმე ვიხილო, არც ივანიშვილი, მაგრამ თუ იგი იმ კამერაში იქნებოდა, მივიდოდი, ვნახავდი და სასამართლოს მოვუწოდებდი ობიექტური გადაწყვეტილება მიეღო

არ მინდა მიხეილ სააკაშვილის მსგავს მდგომარეობაში ვინმე ვიხილო, არც ამ ხელისუფლებიდან, არც რომელიმე ხელისუფლებიდან, არ მინდა ბიძინა ივანიშვილი ასე ვიხილო, მაგრამ თუ იგი იმ კამერაში ასე იქნებოდა, მე აუცილებლად მივიდოდი, ვნახავდი და სასამართლოს მოვუწოდებდი, ობიექტური გადაწყვეტილება მიეღო,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რასაც უკანასკნელი დასკვნაც ადასტურებს და ხელისუფლებამ გადაწყვეტილება სწორედ ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა მიიღოს.

„ეს იყო სოლიდარობის აქცია ჩემი მეგობრების მიერ დაანონსებული. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველა ადამიანს, ვინც აქ იყო აქციაზე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და მისი სიცოცხლე ძალიან ბევრ ადამიანს ანერვიულებს, ადარდებს. თქვენ იცით, რომ მე ნამდვილად არ ვყოფ მხარეებად ჩემ პარტიაში მეგობრებს, არასოდეს არ დავყოფ. ყველას რაც გვადარდებს და გვაერთიანებს ახლა, არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და მისი გადარჩენა. შესაბამისად, ყველა მოვედით, ვინც რეალურად ძალიან ვწუხვართ ამ ყველაფერზე. ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, უნდა ჩაინიშნოს სასამართლო და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმაზე დაყრდნობით, რა ჯანმრთელობის მდგომარეობაც სააკაშვილს აქვს. თქვენ იცით, რომ მე დრამატიზების გარეშე გიყვებით ხოლმე ყოველთვის მის ჯანმრთელობაზე და თქვენ იცით ჩემი ნამდვილად შოკისმომგვრელი მდგომარეობა, როდესაც მე მისი პალატა დავტოვე ბოლოს, 4 დღის წინ. ძალიან მძიმედ არის, ძალიან ცუდად არის და რეალურად ამას აჩვენებს დასკვნაც. როგორც გუშინ აშშ-ის ელჩმა განაცხადა, ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ.

ჩემი დამოკიდებულება სასამართლოსთან დაკავშირებით იცით, მაგრამ მე მოლოდინი მაქვს, რომ საზოგადოება მიხვდება, რამდენად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ ყველა ერთად და მე ამას ვეუბნები მათ შორის „ქართულ ოცნებასაც“, როდესაც პარლამენტში ღიად გვაქვს საუბარი“,- განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო