ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

ხობის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი, ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა.

„პროექტის შესაბამისად დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ეზოებთან მისასვლელები, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და ამოიწმინდა სანიაღვრე არხები.

რეაბილიტირებული გზა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა გია ჩაბალუხამ დაათვალიერეს.

გზის რეაბილიტაციის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 439 484 ლარი შეადგინა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ სასოფლო გზის რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის წინადადების საფუძველზე განახორციელა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი