აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბულგარეთის ელჩთან საქართველოში ვესელინ ვალკანოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
„ხაზი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ბულგარეთის მხარდაჭერას და გამოცდილების გაზიარებას გაესვა.
ბულგარეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, როგორც ექპორტის, ასევე იმპორტის მიმართულებით. ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მოიცავს ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურიზმის მიმართულებებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.