სენაკში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის უფასო ოფთალმოლოგიური აქცია გაიმართა

სენაკში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის უფასო ოფთალმოლოგიური აქცია გაიმართა

სენაკში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის უფასო ოფთალმოლოგიური აქცია მოეწყო. აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

აქციის ფარგლებში, სენაკში მცხოვრებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ 500-მდე პირს ოფთალმოლოგის კონსულტაცია ჩაუტარდა და ექიმის დანიშნულების შესაბამისი სათვალეები უფასოდ გადაეცათ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებითა და „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

აქციის მიმდინარეობას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის“ მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის სოციალური ხასიათის ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.