რუსების მიერ კრივოი-როგის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

რუსმა ოკუპანტებმა წუხელ კრივოი-როგი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსებმა კრივოი-როგში სამი რაკეტა გაუშვეს.

"ტრაგიკული ღამე. ერთი დაღუპული და სამი დაჭრილი. შუაღამის შემდეგ რუსებმა სამი რაკეტა ესროლეს კრივოი-როგს. თავს დაესხნენ სამრეწველო საწარმოს. მოკლეს მუშა. მაშველებმა მისი ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. კიდევ სამი ადამიანი დაშავდა, ისინი ადგილობრივ ჰოსპიტალში გადაიყვანეს“, - წერს „ტელეგრამში“ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ