რუსთავის მერია - რუსთავში კიდევ ერთი რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რუსთავში ახლად რეაბილიტირებულ მერვე ბაგა-ბაღში, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეიდან განახლდა.

მათივე ცნობით, რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ, მოადგილე კახა გურულთან და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, N8 ბაღი დაათვალიერა.

„რუსთავში კიდევ ერთი ბაღის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. დღეს N8 ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა. 2022 წელს, ბაღებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, ჯამში 3.4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ეს პროცესი 2023 წელსაც აქტიურად გაგრძელდება და პრემიერის ინიციატივით, რუსთავში არსებული სხვა ბაგა-ბაღების სრული რეაბილიტაცია მოხდება“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სარემონტო სამუშაოები N8 ბაღის შენობის მეორე სართულს ჩაუტარდა, ხოლო საძირკვლის გამაგრება და პირველი სართულის რეაბილიტაცია, 2019 წელს განხორციელდა.

“ქალაქის მერიამ კიდევ ერთი ბაღის, ამჯერად ქალაქის ძველ უბანში, ერთ-ერთი ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დაასრულა. მინდა მივულოცო პატარებს, პედაგოგებს ამ ისტორიული ბაღის შენობისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება და მადლობა გადავუხადო ქალაქის მერიას აქტიური მუშაობისთვის“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა, თამარ გოგაძემ.

N8 ბაგა-ბაღში 160 აღსაზრდელი ირიცხება და ისინი სექტემბრიდან დღემდე, ქალაქის რამდენიმე ფილიალში იყვნენ გადანაწილებულნი.

2022 წელს, რუსთავში ბაგა-ბაღების შენობების რეაბილიტაციის ფარგლებში 3.4 მილიონი ლარის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო ჩატარდა და ამ ეტაპზე, ძველ რუსთავში N1 ბაღის ისტორიული შენობების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, რუსთავშიც აქტიურად დაიწყება. პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება და მისი ღირებულება 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

რუსთავის მერია - რუსთავში კიდევ ერთი რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რუსთავში ახლად რეაბილიტირებულ მერვე ბაგა-ბაღში, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეიდან განახლდა.

მათივე ცნობით, რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ, მოადგილე კახა გურულთან და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, N8 ბაღი დაათვალიერა.

„რუსთავში კიდევ ერთი ბაღის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. დღეს N8 ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა. 2022 წელს, ბაღებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, ჯამში 3.4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ეს პროცესი 2023 წელსაც აქტიურად გაგრძელდება და პრემიერის ინიციატივით, რუსთავში არსებული სხვა ბაგა-ბაღების სრული რეაბილიტაცია მოხდება“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სარემონტო სამუშაოები N8 ბაღის შენობის მეორე სართულს ჩაუტარდა, ხოლო საძირკვლის გამაგრება და პირველი სართულის რეაბილიტაცია, 2019 წელს განხორციელდა.

“ქალაქის მერიამ კიდევ ერთი ბაღის, ამჯერად ქალაქის ძველ უბანში, ერთ-ერთი ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დაასრულა. მინდა მივულოცო პატარებს, პედაგოგებს ამ ისტორიული ბაღის შენობისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება და მადლობა გადავუხადო ქალაქის მერიას აქტიური მუშაობისთვის“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა, თამარ გოგაძემ.

N8 ბაგა-ბაღში 160 აღსაზრდელი ირიცხება და ისინი სექტემბრიდან დღემდე, ქალაქის რამდენიმე ფილიალში იყვნენ გადანაწილებულნი.

2022 წელს, რუსთავში ბაგა-ბაღების შენობების რეაბილიტაციის ფარგლებში 3.4 მილიონი ლარის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო ჩატარდა და ამ ეტაპზე, ძველ რუსთავში N1 ბაღის ისტორიული შენობების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, რუსთავშიც აქტიურად დაიწყება. პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება და მისი ღირებულება 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია