კობა კობალაძე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხია და ბადრი მარაკელია აფხაზეთის ომის ვეტერანები იყვნენ.

„უკრაინაში, რუსულ საოკუპაციო ძალებთან ბრძოლას, კიდევ 6 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა. ავთო რურუა, როლანდი კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ბადრი მარკელია 3 დეკემბერს, ბახმუტთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას დაიღუპნენ. ჯამბულათ ხოფერია კი 1 დეკემბერს დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხია და ბადრი მარაკელია აფხაზეთის ომის ვეტერანები იყვნენ. ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია კი, აფხაზეთის ომში იბრძოდა, ხოლო ბიძა, ჯამბულათი, ვის სახელსაც უკრაინაში გარდაცვლილი 25 წლის მებრძოლი ატარებდა, 1993 წლის 15 აპრილს, აფხაზეთში, საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის თანამშრომლები და ვეტერანები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ქართველი მებრძოლების გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ მათ ოჯახებს, ნათესავებს, თანამებრძოლებს, სრულიად საქართველოს და უკრაინას!

უკრაინის წინააღმდეგ ომი, რუსეთმა, მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიწყო. ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია, 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ, უკრაინაში, 33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

მსუბუქი ყოფილიყოს მათთვის ქართული მიწა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა