შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივმა დასკვნამ აჩვენა, რომ სამუშაო ჯგუფისა და შემდეგ კომიტეტის ფორმატი წარმატებული პროცესი იყო

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივმა დასკვნამ, პირველ რიგში, აჩვენა, რომ სამუშაო ჯგუფისა და შემდეგ კომიტეტის ფორმატი ძალიან წარმატებული პროცესი იყო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციას ამ პროექტის მიღებაში არ ჩართვასთან დაკავშირებული არგუმენტები ხელიდან აქვს გამოცლილი.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო გივი მიქანაძეს, რომელიც სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. დასკვნა პირდაპირ ასახავს იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რომელიც არის პროექტში, რომელიც ჩვენ უკვე მიღებული გვაქვს პირველი მოსმენით და ამ დასკვნიდან გამომდინარე რა საკითხებიც არის დარჩენილი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ამ ცვლილებებსაც კანონმდებლობაში მივიღებთ. რაც შეეხება ოპოზიციის მონაწილეობას, მათ ყველანაირი არგუმენტი აქვთ ხელიდან გამოცლილი, ვინაიდან არის უკვე პროექტთან დაკავშირებით დასკვნა, რომელიც პოზიტიურად აფასებს ყველა ამ ცვლილებას. ასე რომ, რა შეიძლება იყოს მიზეზი არ ვიცი, რომლითაც ისინი ამ პროექტის მიღებაში არ ჩაერთვებიან. ეს ცვლილებები შეეხება საქართველოს ეროვნული მომავლის საკითხებს, 12 პუნქტიდან ერთ-ერთის შესრულებას და რა თქმა უნდა, ამ ცვლილებაში მონაწილეობის არ მიღება და ამ ცვლილებებისთვის ხმის არ მიცემა, ნიშნავს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ხმის არ მიცემას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის განცხადებით, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტში ერთმნიშვნელოვნად იკვეთება პოზიტიური შეფასებები, რომლებიც საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით, დეტალურად იქნება განხილული დოკუმენტში ასახული თითოეული რეკომენდაცია და მეორე მოსმენისთვის იქნება წარდგენილი შესაბამისი ცვლილებები.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი