დიდი ბრიტანეთის ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, კეირ სტარმერის განცხადებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში ლორდთა პალატას გააუქმებს.
კითხვაზე, იმედოვნებს თუ არა, რომ ლორდთა პალატა მისი პრემიერ-მინისტრობის პირველი ვადის განმავლობაში გაუქმდება, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა უპასუხა: „დიახ“.
„ვფიქრობ, ლორდთა პალატა დაუცველია. ვინც ლორდთა პალატას შეხედავს, გაუჭირდება იმის თქმა, რომ ის უნდა შენარჩუნდეს. ასე რომ, ჩვენ გვსურს გავაუქმოთ ლორდთა პალატა და ჩავანაცვლოთ ის არჩეული წევრებით დაკომპლექტებული პალატით, რომელსაც აქვს მართლაც ძლიერი მისია“, - განაცხადა სტარმერმა.
ცნობისთვის, ლორდთა პალატა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ზედა პალატაა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"