ანდჟეი დუდა - იმედი გვაქვს, არცთუ ისე დიდი ხნის პერიოდში საქართველო სტატუსს მიიღებს, იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და შევა ნატო-ში - პოლონეთი მხარს უჭერდა და კვლავ მხარს დაუჭერს საქართველოს ამ მისწრაფებებს

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს სურვილსა და მისწრაფებებს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანდეს.

მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე უკრაინაში რუსეთის ომი დაგმო და განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან.

„ჩვენ ყველანაირ დახმარებას ვუწევთ უკრაინას. ახლა აუცილებელია, რომ უკრაინამ თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისგან. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში კვლავ დიდი თავდასხმებია რუსეთის მხრიდან უკრაინაზე, არის დაბომბვის ფაქტები, როგორც ვხედავთ, უკრაინა დიდ წინააღმდეგობას უწევს. რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია, უნდა შეაჩეროს ეს ომი. ვიცით, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინას. იმედი გვაქვს, რომ რუსეთი მალე დამარცხდება და დააბრუნებს იმ ტერიტორიებს, რომელიც მან დაიპყრო არა მარტო უკრაინაში, არამედ სხვა ქვეყნებში. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხება ეს საკითხი. იმედია, რომ რუსეთი დამარცხდება და დააბრუნებს ამ ტერიტორიებს.

როგორც პოლონეთის პრეზიდენტი ქალბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ ვუდასტურებ პოლონეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არცთუ ისე დიდი ხნის განმავლობაში საქართველო სტატუსს მიიღებს, იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა და ასევე, შევა ნატო-ში. პოლონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ამ მისწრაფებებს და კვლავ მხარს დაუჭერს. ეს ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკითხია. ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს უფრო მეტ კარგ პირობებს მისცემს იმისთვის, რომ ეკონომიკური განვითარება და პოლიტიკური უსაფრთხოება მოიპოვოს.

კიდევ ერთხელ მინდა ქალბატონ პრეზიდენტს ჩამობრძანებისთვის მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა დუდამ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო