ანდჟეი დუდა - სალომე ზურაბიშვილს გადავუხადე მადლობა პოზიციის გამო, რომელსაც აფიქსირებს რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების მხრიდანაც, რომლებიც ასევე რუსული აგრესიის მსხვერპლნი არიან

ჩემი დიდი მოწიწება და პატივისცემა მინდა გამოვხატო სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელიც იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც ევროპის ჩვენს ნაწილში მდებარეობს და ისტორიულად და გეოგრაფიულად ხვდება, თუ რა დიდი საფრთხეების შემცველია რუსული აგრესია არამარტო უკრაინისთვის, არამედ პოლონეთისთვის, საქართველოსთვის, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ევროპული უსაფრთხოება დგას საფრთხის ქვეშ.

„ჩემთვის უდიდესი პატივია ქალბატონ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვუმასპინძლო ამ რთულ პერიოდში, ამ რთულ დროს, როდესაც რუსული აგრესია მიმდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ჩვენი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ არის - ჩვენი საერთო, ევროპული უსაფრთხოება დგას საფრთხის ქვეშ.

აღსანიშნავია, ჩვენი ტრადიციული ურთიერთობა პოლონეთსა და საქართველოს შორის, ჩვენი მეგობრული ურთიერთობა.

ქალბატონ პრეზიდენტს გადავუხადე უდიდესი მადლობა მისი პოზიციის გამო, პოზიციის, რომელსაც ქალბატონი პრეზიდენტი ამჟღავნებს და აფიქსირებს მიმდინარე მოვლენებთან, რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების მხრიდანაც, რომლებიც ასევე არიან რუსული აგრესიის მსხვერპლნი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პოზიციის დაფიქსირება. ჩემი დიდი მოწიწება და პატივისცემა მინდა გამოვხატო ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ, რომელიც იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც ევროპის ჩვენს ნაწილში მდებარეობს და ისტორიულად და გეოგრაფიულად ხვდება თუ რა დიდი საფრთხეების შემცველია რუსული აგრესია არამარტო უკრაინისთვის, არამედ პოლონეთისთვის, საქართველოსთვის. მე მადლობელი ვარ ქალბატონი პრეზიდენტის მისი პოზიციის ღიად დაფიქსირების გამო, რაც მან არაერთხელ გააკეთა.

პოლონური საზოგადოება და პოლონელები ძალიან დიდ პატივს სცემენ საქართველოს. გვახსოვს, როგორ იცავდა საქართველო თავის ტერიტორიას 2008 წელს. ჩვენმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ, 2008 წელს, როდესაც საქართველოში ჩავიდა, ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია და საქართველოს მხარდასაჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადება მაშინ ამ აქციაზე, შეიძლება ითქვას, წინასწარმეტყველური იყო: „დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები და შემდეგ პოლონეთის რიგიც დადგება, ალბათ, ამ აგრესიულ ისტორიაში“ . პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ მაშინ განაცხადა, რომ თუ ჩვენ არ გავაჩერებთ რუსეთს, რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს და თუ საერთაშორისო საზოგადოებამ არ გაუწია წინააღმდეგობა ამ აგრესიას, ის უფრო ფართო მასშტაბს მოიცავს",- განაცხადა დუდამ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი