გია ვოლსკი გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის" (IPS) პროგრამისთვის მონაწილეთა შერჩევა.

„ვისაუბრეთ პრაქტიკული განათლების მიღების საგანგებო მნიშვნელობაზე. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ყოველწლიურად ტარდება სტუდენტების შერჩევა, რომლებიც შემდგომ პრაქტიკას გერმანიის ბუნდესტაგში გადიან. სწორედ, ამ მიზნით იმყოფება ეს დელეგაცია ჩვენს ქვეყანაში და უახლოეს პერიოდში ჩვენი რამდენიმე სტუდენტი, სხვა ქვეყნების სტუდენტებთან ერთად, პრაქტიკას ბუნდესტაგში გაივლის.

დელეგაციის წევრებთან, აგრეთვე ვისაუბრეთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, საქართველოს მისწრაფებებზე ევროკავშირის სტრუქტურებში გასაერთიანებლად", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გია ვოლსკიმ.

შეხვედრას ქართული მხრიდან, ასევე, ესწრებოდა იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ანრი ოხანაშვილი.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი