ბაზისბანკი კაპიტალს 27 მილიონი ლარით ზრდის

ბაზისბანკი, კაპიტალში დამატებითი სახსრების მოზიდვის მიზნით, კაპიტალს ზრდის. მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, ბაზისბანკის აქციონერთა საერთო კრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბაზისბანკმა განახორციელა 1,034,254 ჩვეულებრივი აქციის ემისია.

ბაზისბანკის მიერ ემიტირებული აქციები, უმსხვილესი აქციონერის, შპს „ხინჯიანგ ჰუალინგ ინდუსთრი ენდ თრეიდ (გრუფი) ქო“-ს მიერ, სრულად იქნა შეძენილი 27 მილიონ ლარად. შედეგად კი, ბაზისბანკის საზედამხედველო კაპიტალმა 430 მილიონ ლარს გადააჭარბა.

„ბაზისბანკის უმსხვილესმა აქციონერმა, ბანკისადმი მაღალი ნდობისა და მხარდაჭერის ნიშნად, კაპიტალში ინვესტიცია 27 მილიონი ლარით გაზარდა, რაც ხელს შეუწყობს ბანკის განვითარებას, დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევასა და ბიზნესისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების შეთავაზებას. ბაზარზე 29 წლიანი მოღვაწეობის შედეგად, ჩამოვყალიბდით სოლიდურ უნივერსალურ საფინანსო ინსტიტუტად, რომელიც მაღალი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას უწევს როგორც საცალო, ასევე საშუალო და მსხვილ ბიზნესს. ბაზისბანკის ჰოლდინგი, ასევე მოიცავს სადაზღვევო და სალიზინგო მიმართულებებს. ბაზისბანკის მთლიანი აქტივები კი 3 მილიარდ ლარს აჭარბებს“, - აღნიშნა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.

(R)

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა