688 ოჯახს, „ბათუმი ავარიული სახლების“ პროექტის ფარგლებში, ახალი ბინები აუშენდება

სახელმწიფო პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების” ფარგლებში დამატებით 3 მისამართზე ახალი კომპლექსი აშენდება და ბინა ავარიულ სახლებში მცხოვრებ 688 ოჯახს გადაეცემა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბინები ჩაბარდება სრული რემონტით.

მათივე ცნობით, კომპლექსის საერთო სამშენებლო ფართი 53 ათას კვ. მეტრს მოიცავს, სადაც საცხოვრებელი შენობების გარდა განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, სპორტული მოედნები და ტრენაჟორები, მოეწყობა მწვანე სივრცეები, საპარკე ინვენტარი, განათება და სანიაღვრე სისტემები.

„ბათუმის მერიამ შესაბამისი სამშენებლო ტენდერი უკვე გამოაცხადა შემდეგ 3 მისამართზე:

კახაბრის N30, ხიმშიაშვილის N94-96, ე.წ. ,,შანხაი’’-ის დასახლება -ა. ჩხაიძის ქ. №7-ში

საცხოვრებელ კომპლექსში გათვალისწინებულია კომერციული ფართების მოწყობა, რომელიც მერიის ბალანსზე იქნება.

ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას. ბათუმში 3000-ზე მეტი ოჯახი ავარიულ პირობებში ცხოვრობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ყველა ოჯახი, ეტაპობრივად უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთო საცხოვრისით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა