სალომე სამადაშვილი - ჩვენი ამოცანაა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს, ამისთვის ბერკეტები ხელისუფლებას აქვს - დღევანდელი მდგომარეობით, სიტუაცია დამაიმედებლად არ გამოიყურება

„ლელოს“ წარმომადგენლები 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრაზე განიხილება საკითხი, თუ როგორ სრულდება ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული 12 პუნქტი და რა არის ამისთვის საჭირო.

როგორც „ლელოს“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ამ გზას გააგრძელებს ხელისუფლება, ნაკლები შანსია, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად, წელი დასრულდა და გამიჭირდება ვთქვა, რომ ევროკავშირის მოთხოვნების 12 პუნქტიდან რომელიმე ბოლომდე არის მიყვანილი. ამიტომ, ცხადია, ჩვენ არა მხოლოდ მივაწოდებთ ინფორმაციას ჩვენი შეხედულებით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს უახლოეს მომავალში იმისთვის, რომ ევროკავშირის მოთხოვნები შესრულდეს, არამედ ჩვენთვის ასევე საინტერესოა, რა შეფასებები აქვს ევროკავშირის მისიას ჩვენს ქვეყანაში, რადგან ის არის პირველი ხაზი, რომელიც შეფასებებს აკეთებს. გვაინტერესებს, რა მოლოდინი აქვთ. ცხადია, ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმ პროცესით, რაც მიმდინარეობს და გვაქვს განცდა, რომ თუ ასე გააგრძელებს "ქართული ოცნება", მაშინ ქვეყანას ძალიან ნაკლები შანსი აქვს იმ წარმატების, რომელიც ასე ესაჭიროება დღეს ჩვენს სახელმწიფოს.

ჩვენი ამოცანა არის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს, ამისთვის ბერკეტები ხელისუფლებას აქვს. დღევანდელი მდგომარეობით სიტუაცია არ გამოიყურება მაინც და მაინც დამაიმედებლად“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა