ტიტე აროშიძე - ადამიანური ტრაგედიების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ამორალურია

სახელმწიფო დროშის მიმართ უპატივცემულობა მიუღებელია და ჩვენ სახელმწიფო სიმბოლიკას დავუბრუნებთ თავდაპირველ მდგომარეობას - ოპოზიციური პარტია ადამიანების ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, რაც მიუღებელია, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ, ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ სიმბოლურად დროშების დაშვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო დროშების თვითნებურად დაშვება კანონის მიმართ უპატივცემლობაცაა.

„პირველ რიგში, თანაგრძნობას ვუცხადებ სრულიად საქართველოს, დაღუპულთა ოჯახებს. ეს არის უდიდესი ტრაგედია, როდესაც ადამიანები იღუპებიან ბრძოლაში. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ სახელმწიფო დროშების თვითნებურად დაშვებას, ეს, უპირველესად, კანონის მიმართ უპატივცემლობაა, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ კანონი, სადაც ცალსახადაა გაწერილი თუ როგორ, როდის, რა ვითარებაში უნდა დაეშვას და აღიმართოს სახელმწიფო დროშა, ვის აქვს მისი დაშვებისა და აღმართვის უფლება, როგორ და როდის ცხადდება გლოვის დღე და ა.შ. ეს წესი კანონმდებლებმა უნდა დაიცვან პირველ რიგში, თუმცა ოპოზიციური პარტია კანონსაც სათავისოდ იყენებს.

მიმაჩნია, რომ მსგავს პოპულისტურ ქმედებას, კავშირი არა აქვს თანაგრძნობასთან. ყველას უზომოდ გვტკივა გული და გვინდა, რაც შეიძლება მალე, დამთავრდეს ომი უკრაინაში, რაც შეიძლება მალე, შეჩერდეს რუსული აგრესია, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ეწირება. ამასთან, სახელმწიფო დროშის მიმართ უპატივცემულობა მიუღებელია და ჩვენ სახელმწიფო სიმბოლიკას დავუბრუნებთ თავდაპირველ მდგომარეობას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს გახლავთ პოპულისტური ქმედება - ოპოზიციური პარტია ადამიანების ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, რაც მიუღებელია. საქართველოს მთავრობის, პარლამენტის ხელმძღვანელებმა, წარმომადგენლებმა გამოხატეს თავიანთი სამძიმარი და თანაგრძნობა დაღუპულთა ოჯახების მიმართ, ვინაიდან თითოეული ჩვენი მოქალაქის დაღუპვა უდიდესი ტრაგედიაა”, - განაცხადა ტიტე აროშიძემ.

ცნობისთვის, ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა, სიმბოლურად დროშები დაუშვეს. როგორც ისინი აცხადებენ, დღეს საქართველოში გლოვის დღეა, რადგან უკრაინაში საერთო მტერთან ბრძოლაში ქართველი გმირები დაიღუპნენ.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?