საახალწლო სამზადისი იდეა დეველოპმენტში დაიწყო! სამშენებლო კომპანიამ მომავალ მაცხოვრებელს ჯადოსნური საჩუქარი მოუმზადა, რომლის ფარგლებში ყველა ბინადარს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს საკუთარი ვილა პროექტ - ,,ტიფლისში” და საჩუქრად მიიღოს რემონტი. შესაბამისად, ნუღარ ინერვიულებთ დამატებით დიდ ხარჯებზე, იდეა დეველოპმენტი სახლს თქვენთან შეთანხმებული რემონტით ჩაგაბარებთ.
,,ტიფლისი” ევროპული ტიპის ახალი უბანია, რომელიც მდებარეობს ლისის ტბიდან 2 წუთის, ხოლო თბილისის ცენტრიდან კი 15 წუთის დაშორებით. პროექტი შედგება კერძო ვილებისგან და აერთიანებს 16 ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს, საკუთარი ეზოთი და ტერასით. აღსანიშნავია, რომ კომპანია მაქსიმალურად ცდილობს მოერგოს მომხმარებლის მოთხოვნებს. სწორედ ამიტომ, პროექტი შესაძლებელია დაკორექტირდეს თითოეული მაცხოვრებლის მოთხოვნებისა და სურვილების შესაბამისად, შეცვალოს დეტალები საკუთარი გემოვნებით, ხოლო დანარჩენზე კი იდეა დეველოპმენტის გუნდი იზრუნებს.
გარდა ზემოთ აღნიშნული საახალწლო შემოთავაზებისა, კომპანია კიდევ ერთ ახალ, გამორჩეული კონცეფციის პროექტს აანონსებს. Ახალი პროექტი გახდება ძალიან მიმზიდველი მომავალი ბინადრებისთვის თუ ინვესტორებისთვის, რადგან ისინი შეძლებენ შეიძინონ უძრავი ქონება, რომელიც მათ კაპიტალს მნიშვნელოვნად გაზრდის. დეტალებს კი კომპანია ძალიან მალე გააჟღერებს.
ასე, რომ თუ გსურთ იცხოვროთ თბილისის პრესტიჟულ უბანში სადაც ისარგებლებთ კერძო სახლის ყველა უპირატესობით და ამავდროულად დატკბეთ უსაფრთხო, მშვიდი და ჯანსაღი ეკოსისტებით, შეიძინეთ სახლი ტიფლისში და ისარგებლეთ იდეა დეველოპმენტის ამ ჯადოსნური შემოთავაზებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ კომპანიას:
+995 598 22 99 22 ;
Facebook გვერდი : https://www.facebook.com/ideadevelopmentt
ვებ-გვერდი :www.ideadevelopment.ge
(R)