იშოპინგე VELI.store-ზე და დახარჯე შენი დრო შენთვის

დრო-რესურსი, რომელიც ყველასთვის ძალიან ღირებულია, თუმცა ყველაზე მარტივად გაფლანგვადი.

VELI.store-ის მისია, პირველივე დღიდან საყიდლების რუტინის შეცვლა და მომხმარებლისთვის დროის გამოთავისუფლება იყო, როგორ ახერხებს ამას ველი, მის ახალ კამპანიაში “დახარჯე შენი დრო შენთვის” კიდევ უფრო კარგად ჩანს.

ბევრი დავალებითა თუ საცობით გადატვირთულ ყოველდღიურობაში რთულია ყველაფრის ისე განაწილება, რომ დრო ჩვენთვის სასიამოვნო აქტივობებსა და საყვარელ ადამიანებსაც დავუთმოთ. ერთ-ერთი ასეთი დავალება საყიდლებია, რომელზეც ხშირად ვერც კი ვხვდებით რამხელა დროს ვხარჯავთ. საყიდლების ციფრული ველი კი ჩვენთვის საჭირო ყველა კატეგორიის ნივთს ერთ სივრცეში აერთიანებს, რაც სწრაფი მიწოდების სერვისთან ერთად, უამრავი დროის დაზოგვაში გვეხმარება.

მეტიც, VELI.store-ზე ახლა უკვე ზუსტად შეგიძლიათ გაიგოთ, რამდენი დრო დაზოგეთ საყიდლების აქ შეგროვებით. როგორ?

"ველი ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველა გადაწყვეტილება მონაცემებს ეყრდნობა. მონაცემთა ანალიტიკის გუნდმა, ექსპერიმენტის სახით, აღრიცხა თბილისში არსებული ყველა მაღაზია, გაითვალისწინა საცობები და საყიდლების შესაძენად მოსამზადებელი დრო და შექმნა ერთგვარი მექანიკა, რომლითაც მომხმარებლის მიერ მითითებული მისამართის მიხედვით ზუსტად შეგვიძლია დავთვალოთ რა დროს ზოგავს ის ველიზე შოპინგით”, - ELI.store-ს ბრენდის ხელმძღვანელი, მარიამ ცანავა.

“დახარჯე შენი დრო შენთვის” - კამპანიის მთავარი გზავნილი და ერთგვარი მოწოდებაა, რომ ველიზე დაზოგილი დროით, იქნება ეს 30, 60, 180 თუ მეტი წუთი, ადამიანებმა შეძლონ: დაკავდნენ იოგით, გაასეირნონ საყვარელი ოთხფეხა მეგობრები, წაიკითხონ ახალი წიგნი, იცოცონ კლდეზე და ა.შ.

ამ კამპანიის კრეატიულ იდეაზე მარი სუხიშვილი და სოფი ივანიშვილი მუშაობდნენ.

(R)

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს