პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს თამარ ალფაიძესა და რევაზ ეგაძეს მოუსმენს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ალფაიძესა და რევაზ ეგაძის კანდიდატურების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხს განიხილავს და მათ კომიტეტის სხდომაზე მოუმენს.

ხვალვე იგეგმება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორო წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ლევან ისაკაძის, გიორგი მარსაგიშვილის, ქრსიტინე ქაჯაიას და ნათია წიპტაურის კანდიდატურების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხის განხილვა და მათი კომიტეტის სხდომაზე მოსმენა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები ასარჩევად 5 აგვისტოს წარუდგინა.

ცესკოს თავმჯდომარედ ასარჩევად პრეზიდენტმა თამარ ალფაიძე და რევაზ ეგაძე შეარჩია.

რაც შეეხება ცესკოს წევრებს, ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტმა პარლამენტს ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები წარუდგინა, ხოლო ცესკოს მეორე წევრის თანამდებობაზე - გიორგი მარსაგიშვილი და ნათია წიპტაურის კანდიდატურები.

კანონმდებლობის გათვალისწინებით, თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

პრეზიდენტის მიერ შერჩეული და პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად 5 სექტემბერს გადაეცა.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი მის მიერ ასარჩევ თანამდებობის პირებს, როგორც წესი, შესაბამისი კანდიდატურების წარდგენიდან ორი კვირის ვადაში ირჩევს. აქვე რეგლამენტი უთითებს - “თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი“. “საარჩევნო კოდექსი“ კი აზუსტებს, რომ პარლამენტი ცესკოს წევრებს პრეზიდენტის მიერ კანდიდატების წარდგენიდან არაუგვიანეს 14-ე დღისა ირჩევს. კანონის მიხედვით, თავად ცესკოს თავმჯდომარე ცესკოს წევრის არჩევისათვის დადგენილი წესით აირჩევა.

არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ირანი და სამხრეთ კავკასია: გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს