„ხალიკ ბანკი საქართველო“ ფიზიკურ პირებს განახლებულ ინტერნეტ ბანკს სთავაზობს

„ხალიკ ბანკში“ სიახლეა - მომხმარებლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ მესამე თაობის განახლებული ინტერნეტ ბანკით www.myhalyk.ge და საკუთარი ფინანსები უფრო სწრაფად და კომფორტულად მართონ.

განახლებული ინტერნეტ ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მაქსიმალურადაა მორგებული. მოსახერხებელი ნავიგაცია და მრავალფეროვანი ფუნქციონალი სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის წარმოებას უფრო ადვილს ხდის. განახლებული ინტერნეტ ბანკი მომხმარებელს სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს: კომუნალური, საბანკო ან საბიუჯეტო გადარიცხვები, ბარათიდან ბარათზე გადარიცხვა, დეპოზიტის გახსნა, სესხის მოთხოვნა, ბარათის შეკვეთა და სხვა. ეს ყველაფერი უკვე ერთ სივრცეში, ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. ინტერნეტ ბანკით სარგებლობა უფასო და ძალიან მოსახერხებელია.

„ხალიკ ბანკი საქართველო“ საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან მოღვაწეობს. მომხმარებლებზე ზრუნვა და მუდმივი განვითარება ბანკის მთავარ პრიორიტეტებს წარმოადგენს. ხალიკ ბანკი საქართველო ხალიკ ბანკი ყაზახეთის შვილობილი ბანკია. ხალიკ ბანკ ყაზახეთს, რომელიც საკუთარი არსებობის თითქმის 100 წელს ითვლის, მილიონობით მომხმარებლების ნდობა აქვს მოპოვებული და 2006 წლიდან წარმატებით ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას