ბექა ლილუაშვილი - ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის შეფასების დოკუმენტში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ მცირე წინ გადადგმული ნაბიჯების მიღმა, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების დიდი ნაწილი შემფასებელთა შეშფოთებას იწვევს

ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი შეფასების დოკუმენტში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, მკაფიოდაა აღნიშნული, რომ მცირე წინ გადადგმული ნაბიჯების მიღმა, შესატანი ცვლილებების დიდი ნაწილი იწვევს შემფასებელთა შეშფოთებას, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცვლილებები არ ითვალისწინებს კომისიის წინა ჯერზე გაცემული რეკომენდაციების უმეტესობას და ცვლილებები არ არის შესაბამისობაში კარგ პრაქტიკასთან.

„როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო სისტემის არსებითი გაუმჯობესება, შემდეგი არჩევნების სამართლიან, დემოკრატიულ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებისთვის, წარმოადგენს ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას. ჩვენთვის, ამ ქვეყნის მოქალაქეებისა და ჩვენი პარტნიორებისთვის, ამგვარად ჩატარებული არჩევნები წარმოადგენს ხელისუფლების ლეგიტიმაციის ერთადერთ წყაროს და დღევანდელი ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ წყაროს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს უვარგისად ჩატარებული წინა არჩევნები და ხელისუფლების პირდაპირი იერიში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართულებით. „ქართულმა ოცნებამ“, მიიღო ეუთო ოდირისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი შეფასების დოკუმენტი და რეკომენდაციები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, სადაც მკაფიოდ აღნიშნულია, რომ მცირე წინ გადადგმული ნაბიჯების მიღმა, შესატანი ცვლილებების დიდი ნაწილი იწვევს შემფასებელთა შეშფოთებას - ცვლილებები არ ითვალისწინებს კომისიის წინა ჯერზე გაცემული რეკომენდაციების უმეტესობას და ყურადსაღებია, რომ ეს ცვლილებები არ არის შესაბამისობაში კარგ პრაქტიკასთან" - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ლილუაშვილის თქმით, დოკუმენტში პირდაპირ არის მითითებული ის პრობლემური საკითხები, რომელიც ფაქტობრივად მთლიანად განსაზღვრავს შემდეგი არჩევნების მიმართ სანდოობას, მის გამჭვირვალობას. აქცენტი დასმულია დამკვირვებელთა ფართო ჩართულობის საჭიროებაზე, რაც ლეგიტიმურობის წყაროა.

„როგორც ჩანს, ხელისუფლებას აღარ ყოფნის ძალადობის, ზეწოლის მოსყიდვის რესურსი და ახორციელებენ ცვლილებებს, რომელიც შეიცავს არჩევნების გაყალბების პირდაპირ რისკებს და მექანიზმებს. დოკუმენტში პირდაპირ არის მითითებული, ის პრობლემური საკითხები, რომელიც ფაქტობრივად, მთლიანად განსაზღვრავს შემდეგი არჩევნების მიმართ სანდოობას, მის გამჭვირვალობას. აქცენტი დასმულია დამკვირვებელთა ფართო ჩართულობის საჭიროებაზე რაც ლეგიტიმურობის წყაროა. შემფასებელთა აზრით, არ არის უზრუნველყოფილი - ელექტრონული საშუალებების გამოყენებისთვის სათანადო სამართლებრივი ჩარჩო, ხმების გადათვლის სათანადო მექანიზმები და მათი გამოყენების არეალი, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მაქსიმალური რაოდენობის გაზრდის საკმარისი საფუძვლები. გაუგებარია - არჩევნების მიმართ სანდოობის განმსაზღვრელი მოქმედი კონვენციური საშუალებების, საკონტროლო ფურცლისა და მარკირების გაუქმების საფუძვლები. არჩევნებზე დამკვირვებელთა შეზღუდვის დაწესებისთვის შემოღებული საფუძვლები და სხვა" - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პარტია "საქართველოსთვის" მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", გაითვალისწინოს შემფასებელთა ყველა რეკომენდაცია ცვლილებების პროექტში, რათა ქვეყანაში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.

„ჩვენ, როგორც მოგეხსენებათ წარმოვადგენთ საარჩევნო კოდექსის ცვლილებების სამუშაო ჯგუფის წევრებს, რომლის მსვლელობის განმავლობაში არაერთხელ მოვუწოდეთ ქართულ ოცნებას, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით სათანადოდ მომხდარიყო ცვლილებების ასახვა კანონმდებლობაში. თუმცა, როგორც შემფასებლებმაც აღნიშნეს, მსგავსი არ განხორციელდა. ჩვენ მოვუწოდებთ „ოცნებას“, განახორციელოს შემფასებელთა ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება ცვლილებების პროექტში, თუ მათ რეალურად სურთ, რომ ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები. შეწყვიტოს პროცესი, რომელსაც დღეს უკვე ახორციელებს არჩევნების გაყალბებისა და არალეგიტიმურად ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი