რუსთავში შობა-ახალი წლის ღონისძიებებისთვის მზადება მიმდინარეობს

რუსთავში, შობა-ახალი წლის ღონისძიებებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავისუფლების მოედანზე, სადაც საშობაო სოფელი მოეწყობა, მთავარი ნაძვის ხის მორთვა მიმდინარეობს.

საახალწლო ილუმინაციები და გირლანდები დამონტაჟდა კოსტავასა და მეგობრობის გამზირებზე, თოდრიას ქუჩაზე, ჟიული შარტავას სახელობისა და მშვიდობის, ასევე მესხიშვილის ქუჩის სკვერებში, ამასთან, სანათებით მოირთო შიდა ეზოებში არსებული ახალი სკვერებიც.

როგორც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი თითქმის დასრულებულია.

“საახალწლოდ ქალაქის განათება და გალამაზება, რუსთაველების მოთხოვნა იყო. ჩვენ ამაზე ზრუნვა რამდენიმე თვით ადრე დავიწყეთ. მერიის მთელი გუნდი ვართ ჩართული იმაში, რომ რაც შეიძლება ლამაზად მოირთოს ჩვენი ქალაქი და განსაკუთრებით ბავშვებისთვის იყოს საახალწლო განწყობა შექმნილი. ამისთვის მინდა მადლობა ვუთხრა მერიის გუნდს და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბიზნესს რუსთავში, ვინც მხარი დაგვიჭირა და ჩაერთო ქალაქში საახალწლო განწყობის შექმნაში. ჩვენ თითქმის დავასრულეთ საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი და მიმდინარეობს ნაძვის ხის მორთვა. 10 დეკემბერს, ყველას ველოდებით, რომ ერთად ავანთოთ ნაძვის ხე“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საახალწლო დეკორაციების, განათებებისა და ნაძვს ხეების მონტაჟში „რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლებთან ერთად, რუსთავის მერიის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები არიან ჩართული.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო