ბაჩო დოლიძე - უნდა გავაჟღეროთ ის პოზიცია, რისთვის ვართ მზად და რა გვაქვს გასაკეთებელი, სააკაშვილთან დაკავშირებით, მოსამართლის მიერ უსამართლო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში

ინდივიდუალურად უნდა მივიღოთ და უნდა გავაჟღეროთ ის პოზიცია, რისთვის ვართ მზად და რა გვაქვს გასაკეთებელი, სააკაშვილთან დაკავშირებით, მოსამართლის მიერ უსამართლო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ამ გადაწყვეტილების მიღებაა იმ შეკრების მიზეზი, რომელიც დღეს პარტიაში იმართება.

„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არ არის შეჯიბრებითობა კონკრეტულ საკითხებსა და ინიციატივებზე, ამასთან დაკავშირებით, თვეზე მეტია ვსაუბრობთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეგობრები შემოგვიერთდებიან და შეხვედრის შემდგომ დამატებით განმარტებებს გავაკეთებთ“,- განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციები არ არის ის ერთადერთი საშუალება, რომელიც შეიძლება არსებულ ხელისუფლებას დაუპირისპირო.

„თუ მეკითხებით, მხოლოდ და მხოლოდ საპროტესტო აქცია არის თუ არა ერთადერთი ოფცია და საშუალება, რითაც უნდა ებრძოლო ხელისუფლებას, მე ასე არ ვთვლი, იმიტომ, რომ კომპლექსური საკითხია - როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დამოკიდებულება და ურთიერთობაა საჭირო, ასევე სხვა ფორმებიც არის მოსაძიებელი“,- განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის