შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის წარმომადგენელთა პალატის ვიცე-პრეზიდენტებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის წარმომადგენელთა პალატის ვიცე-პრეზიდენტებსა და პარლამენტის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების გზებსა და საპარლამენტო კავშირების გააქტიურებაზე ისაუბრეს.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ლუქსემბურგთან, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის ერთ-ერთ დამფუძნებელ ქვეყანასთან, ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლუქსემბურგელ კოლეგებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროგრესი გააცნო.

ლუქსემბურგის მხარემ საქართველოსთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების მზაობა გამოხატა და აღნიშნა, რომ ლუქსემბურგი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირის წევრობის გზაზე.

შეხვედრაზე მხარეები ასევე სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, აგრეთვე, საქართველოს მზარდ სატრანზიტო როლსა და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას შეეხნენ.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, დეპუტატები: მაკა ბოჭორიშვილი, გიორგი ამილახვარი, ხატია წილოსანი, რიმა ბერაძე, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე შედიან,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ირანი და სამხრეთ კავკასია: გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს