შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ სააკაშვილის მეგობრებს ქვეყნის შიგნით და გარეთ, არ ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში - რაც შეეხება აქციების დაანონსებას, მათ მოწოდებებს ფასი აქვს დაკარგული

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სააკაშვილის მეგობრებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ არ ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, იმედი აქვს, რომ ამ შემთხვევაში მაინც ყველა თავს შეიკავებს ზედმეტი განცხადებებისგან და ზეწოლისგან სასამართლოზე.

„უპირველეს ყოვლისა საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და გადაწყვეტილებები სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით მიიღება. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და ყველამ პატივი უნდა სცეს გადაწყვეტილებას. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სააკაშვილის მეგობრებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ არ ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს მინიმალური ელემენტარული პრინციპი. ჩვენ ადრე ვხედავდით მცდელობებს ჩარევისა და იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში თავს შეიკავებენ ზედმეტი განცხადებებისა და ზეწოლისგან სასამართლოზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქციების დაანონსება ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აბსოლუტურად აცდენილია ინტერესს, რომელიც ქართველ ხალხს აქვს.

„რაც შეეხება აქციების დაანონსებას, ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ აქცია „ქართული ოცნების“ ოფისის წინ და ამ აქციას წესით უნდა დაერწმუნებინა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ისინი აბსოლუტურად აცდენილი არიან საზოგადოების ინტერესებს. მათი დღის წესრიგი აბსოლუტურად აცდენილია იმ ინტერესს, რომელიც დღეს აქვს საქართველოს და ქართველ ხალხს. ამიტომაცაა, რომ მათ ქართველი ხალხი მუდმივად პასუხს სცემს თავისი დამოკიდებულებით, რომელიც ჩანს სწორედ იმაში, რომ მათ მოწოდებებს ფასი აქვს დაკარგული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო