სამების ტაძარში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

სამების ტაძარში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 8 დეკემბერს, 3 მებრძოლს - ოთარ გაგუას, ბორის ბერულავას და ფრიდონ (სპირიდონ) თირქიას, დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ; 8 პირი, კი ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაიკრძალება.

„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის თანამშრომლები და ვეტერანები, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდნენ, სადაც 1992-93 წლებში, აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, გადმოასვენეს 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული 3 სამოქალაქო პირის - გიორგი ჯოხაძის, ოთარ თუთისანის, იური მაჭარაშვილის და 8 მებრძოლის - ოთარ გაგუას, რევაზ კვარაცხელიას, ვახტანგ ხოჯანაშვილის, ბიძინა უშხვანის, ზვიად უშხვანის, ბორის ბერულავას, ფრიდონ (სპირიდონ) თირქიას და ხვიჩა დეკანოსიძის იდენტიფიცირებული ნეშტები.

კობა კობალაძემ გადმოსვენებულთა ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო და მათი ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა