ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ქუთაისის #2 საშუალო სკოლის მე-10 და მე-11 კლასელებს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ღია პრაქტიკული გაკვეთილი ჩაუტარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მოსწავლეები გაეცნენ როგორ მუშაობს აეროპორტის მგზავრთა გადაყვანის სამსახური, როგორ ხორციელდება საავიაციო უშიშროების კონტროლი აეროპორტში, რას აკეთებს სახანძრო და სხვა სამსახურები აეროპორტის გამართული ოპერირებისთვის.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მენეჯერმა, მოადგილემ და სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს აეროპორტის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. ისინი გაეცნენ ბაქანზე მომსახურების პროცედურებსა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სპეცტენიკა დაათვალიერეს.

,,ვულოცავ ავიაციის სექტორში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს ჩვენს პროფესიულ დღეს. ავიაცია არის ეკონომიკის ერთ-ერთი ურთულესი დარგი, რომელიც მუდმივად ვითარდება. ჩვენი აეროპორტების გამართული და შეუფერხებელი მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესია პროფესიონალი კადრები. სწორედ, ამ მიზნით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეს, ქუთაისის #2 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები მოვიწვიეთ, რათა დავაინტერესოთ ავიაციით და სამომავლოდ ჩვენს აეროპორტში მუშაობით. გაფართოებასთან ერთად ჩვენ მუდმივად ვეძებთ რეგიონში მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ ავიაციის სფერო და სამომავლოდ ჩვენთან დასაქმებას ფიქრობენ“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

1996 წლიდან, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად 7 დეკემბერს აღინიშნება.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს