„ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ 25 წლისაა

„ღვინის შექმნის უძველესი ხელოვნება“. 2022 წელი დასასრულს მიუახლოვდა, ეს წელი „ტყუპების საღვინე სახლისთვის“ განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. 25 წლის წინ, 1997 წელს, გია და გელა გამტკიცულაშვილებმა, სოფელ ნაფარეულში, წინაპრების მიერ დაფუძნებულ ძველი მარნის ბაზაზე, ქვევრის ღვინის წარმოება და გაყიდვა დაიწყეს. ამით მათ ხელი შეუწყვეს თანამედროვე საქართველოს ისტორიაში საოჯახო მეღვინეობაზე დაფუძნებული მარნების განვითარებას.

„ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ პირველია ქვევრის ღვინის წარმოებასა და პოპულარიზაციაში. კომპანიის ღვინოები ბაზარზე ცნობილია სახელწოდებით „ტყუპების ღვინო“, „ქვევრის მზე“, „თავანკარა“ და ასევე, გამორჩულად შეგვიძლია მივიჩნიოთ „ფირუზი“, რომელიც სერტიფიცირებული ბიო ღვინოა.

„ტყუპების საღვინე სახლის“ ღვინოები პოპულარულია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. საერთაშორისო გამოფენებში და კონკურსებში მიღებული გამარჯვებებიდან მნიშვნელოვანია მიმდინარე საიუბილეო წელს მოპოვებული Decanter-ის ჯილდო - „ქვევრის მზე" კახური მწვანეს 86 ქულა და ბრინჯაოს მედალი.

ასევე აღსაღნიშნავია, რომ ამ წელს „ტყუპების საღვინე სახლის ბაზაზე“ შეიქმნა აკრედიტებული საგანმანათლებლო სივრცე პროფესიული მომზადების პროგრამისთვის - „ქვევრის და ქვევრის ღვინის სპეციალისტი“.

„ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ მეღვინეობაზე დაფუძნებით წარმოადგენს და აერთიანებს ტურისტულ კომპექსს, სადაც წარმოდგენილია 30 ნომრიანი სასტუმრო, აუზით და საუნით. სარესტორნო სივრცეენით, ღია და დახურული ღვინის მარნებით.

ტურისტებისთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს „ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი“. მუზეუმში არსებული გაჭრილი ქვევრები წარმოადგენს მფლობელების ინტელექტუალურ საკუთრებას. გაჭრილი ქვევრები არის ნათელი მაგალითი უძველესი ისტორიის და თანამედროვე, ინოვაციური მიდგომების, ეს ქვევრები შესაძლებლობას იძლევა თვალი ვადევნოთ ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიურ პროცესს.

25 წლიანმა შრომამ, გამოცდილებამ და შეძენილმა ცოდნამ კომპანიის დამფუძნებლები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. 25 წლის იუბილეს კომპანია განახლებული გუნდით და ახალი ხედვებით შეხვდა.

(R)

გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2023
ლაჩინის დერეფნის ბლოკადა
კახა ოქრიაშვილი - ვულოცავ „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდა დემოკრატიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, რის შედეგადაც ეს პარტია უკეთესი და უკეთესი ლიდერებით შეივსება“
TNET-ი და USAID-ი ითანამშრომლებენ ელექტრონული კომერციის განვითარებისთვის საქართველოში
CashBack და Mastercard-ის აქცია ქართული ბრენდებისთვის - 60%-მდე ქეშბექი ონლაინ შოპინგისას
EIB Global-სა და კრედო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად 28.8 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს