GMP სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის გამო, საქართველოში მოქმედ 38 ფარმაცევტულ საწარმოს საქმიანობის განხორციელების უფლება შეეზღუდა

ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში მოქმედ 38 ფარმაცევტულ საწარმოს ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელების უფლება შეეზღუდა, მიზეზი კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) სტანდარტის დაუკმაყოფილებლობაა.

ამის შესახებ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან „ინტერპრესნიუსის“ მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე განმარტებით, დღევანდელი მონაცემებით, GMP სერტიფიკატს ფლობს 2 საწარმო. ერთ კომპანიაში მიმდინარეობს GMP სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა, ერთ კომპანიას კი სერტიფიკატის გაცემაზე უარი ეთქვა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში სავალდებულო გახდა ფარმაცევტულ ბაზარზე კარგი საწარმოო პრაქტიკის და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარტის დანერგვა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის