ადვოკატის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადებები ერთგვარად სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის მცდელობა იყო

ადვოკატ ილია ლომიას შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები ერთგვარად სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის მცდელობა იყო. როგორც მან კლინიკა „ვივამედში" სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლო პროცესზე ყველა გაიგებს, თუ რა მდგომარეობაშია სააკაშვილი.

„თავის მხრივ, ეს არის ზეწოლა სასამართლოზე. როდესაც სასამართლო განხილვები დაიწყება, არა მარტო ირაკლი ღარიბაშვილი, მაღალი თანამდებობის პირები სხვა განცხადებებს გააკეთებენ, როდესაც საჯაროდ იქნება ცნობილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექიმებს და ექსპერტებს დაესმებათ კითხვები, თუ როგორ მივიდნენ ამ დასკვნამდე",-განაცხადა ლომიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ადამიანების "სიცოცხლე ღმერთს აბარია. "ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ვერ ვიქნები ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი. ყველას სიცოცხლე აკისრია ღმერთს, ჩვენი სიცოცხლე და ბედი აბარია უფალს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ადვოკატის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადებები ერთგვარად სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის მცდელობა იყო

ადვოკატ ილია ლომიას შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები ერთგვარად სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის მცდელობა იყო. როგორც მან კლინიკა „ვივამედში" სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლო პროცესზე ყველა გაიგებს, თუ რა მდგომარეობაშია სააკაშვილი.

„თავის მხრივ, ეს არის ზეწოლა სასამართლოზე. როდესაც სასამართლო განხილვები დაიწყება, არა მარტო ირაკლი ღარიბაშვილი, მაღალი თანამდებობის პირები სხვა განცხადებებს გააკეთებენ, როდესაც საჯაროდ იქნება ცნობილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექიმებს და ექსპერტებს დაესმებათ კითხვები, თუ როგორ მივიდნენ ამ დასკვნამდე",-განაცხადა ლომიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ადამიანების "სიცოცხლე ღმერთს აბარია. "ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ვერ ვიქნები ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი. ყველას სიცოცხლე აკისრია ღმერთს, ჩვენი სიცოცხლე და ბედი აბარია უფალს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს