ანრი ოხანაშვილი - თუ ადამიანი ჩვენს მოქალაქეებს ატყუებს, რომ ჩაიყვანს უკრაინაში, მათ გააწევრიანებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და ამას არ აკეთებს, ეს გასარკვევია

თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში შევა, ეს შეიძლება გახდეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი - ამას ამბობს კანონი,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა უკრაინაში ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მათ ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული საქართველოს მოქალაქისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა.

„მოქალაქეობის ჩამორთმევა როგორც ასეთი, ასე არ ხდება, არსებობს საფუძველი, რა შემთხვევებში შეიძლება არსებობდეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ერთ-ერთი საფუძველი ეს არის თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში შევა, ოღონდ ამას ჩვენ კი არ ვამბობთ, ამას ამბობს კანონი და ყველა სხვა დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობა ამ საკითხს მსგავსად არეგულირებს. თუ X ადამიანი ჩვენს მოქალაქეებს ატყუებს იმას, რომ ჩაიყვანს უკრაინაში, მათ გააწევრიანებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და ამას არ აკეთებს, ეს გასარკვევია“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი