დავით შერაზადიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის წევრებს უმასპინძლა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის, კულტურისა და მედიის კომიტეტის წარმომადგენლები საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გერმანიის პარლამენტის წევრები ბოლნისის მუნიციპალიტეტსაც ესტუმრნენ. დელეგაციის წევრებთან ერთად ბოლნისში იმყოფებოდა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი.

ვიზიტის ფარგლებში, გერმანელმა პარლამენტარებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან და მერის პირველ მოადგილესთან ერთად ქალაქ ბოლნისში არსებული გერმანული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაათვალიერეს. „არემჯის“ მიერ ბოლნისური მეღვინეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეძენილი ქართულ-გერმანული ღვინის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები და გერმანული არქიტექტურის ნიმუშები სტუმრებსსამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის წევრმა, არქიტექტორმა ნესტან თათარაშვილმა გააცნო.

პარლამენტარებმა ასევე „ბოლნისის კულტურის ცენტრში“, რომელიც ძველ გერმანულ, რეაბილიტირებულ შენობაშია განთავსებული, ეპისკოპოს ბარაისთან და ევანგელურ-ლუთერანული სამრევლოს ადგილობრივ წევრებთან შეხვედრა გამართეს.

,,მოხარული ვარ, რომ დღეს ბუნდესთაგის კულტურის და მედიის კომიტეტის წარმომადგენლებს შვაბების მიერ დაარსებულ ქალაქში, ყოფილ კატარინეფელდში ვუმასპინძლეთ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ჩვენი ერთგული მეგობარი და მხარდამჭერია ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესში და ეს ვიზიტიც ვფიქრობ, ამ მხარდაჭერის ნათელი დასტურიცაა. ქალაქ ბოლნისში არაერთი უნიკალური გერმანული არქიტექტურის ნიმუშია შემორჩენილი, ჩვენ ვცდილობთ ამ კულტურულ მემკვიდრეობას გავუფრთხილდეთ, თუმცა, ამ პროცესში გერმანიის მხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ გერმანელი პარლამენტარების ვიზიტი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის, საქართველოსა და გერმანიის დაახლოებას“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო