ანრი ოხანაშვილი - ეს საკითხი საერთოდ აღარ არის ჩვენთვის აქტუალური, პატიმარ სააკაშვილის შესახებ კომენტარების გაკეთება შევწყვიტეთ

ჩვენთვის ეს საკითხი საერთოდ აღარ არის აქტუალური, ჩვენ შევწყვიტეთ კომენტარების გაკეთება პატიმარ სააკაშვილის შესახებ, ეს არის სამართლებრივი საკითხი თავიდან ბოლომდე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ პროცესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შესაბამისი სახელმწიფო უწყება თვითონ გადაწყვეტს, როცა ამის საჭიროება იქნება, რა განცხადება გაავრცელონ.

„დავასრულეთ რაიმე სახის კომენტირება ამ საკითხებზე. ეს არ არის ჩვენი საკითხი. აქ ამ შეკითხვებს არ უნდა სვამდეთ პოლიტიკოსებთან მაშინ, როცა ეს არის სამართლებრივად განსახილველი საკითხი. შესაბამისი სახელმწიფო უწყება და დაწესებულება თვითონ გადაწყვეტს, როცა ამის საჭიროება იქნება, რა განცხადება გაავრცელონ და რა არა, ამიტომ ჩვენ დავასრულეთ ამ საკითხზე კომენტარი”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის თემის პოლიტიზების მცდელობაა, ამიტომ სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გააკეთებს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში