ევროპული ტიპის დასრულებული საცხოვრებელი თბილისის გარეუბანში – საუკეთესო საინვესტიციო არჩევანი

თუ ადრე ევროპული ტიპის კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კომპლექსები მხოლოდ თბილისის ცენტრალური უბნებისთვის ხელმისაწვდომი ფუფუნება იყო, ახლა გარეუბნების განვითარების აუცილებლობაც გაჩნდა. იმ პირობებში, როდესაც დედაქალაქის ცენტრალური უბნები გადატვირთულია, საინვესტიციოდ სულ უფრო მიმზიდველი ხდება პერიფერიები. სამშენებლო კომპანია „ალფა დეველოპმენტი“ სწორედ გარეუბნების განვითარებაზე აკეთებს აქცენტს და მომხმარებლისთვის თანამედროვე, მაღალი კლასის უძრავი ქონების შეთავაზებას ისახავს მიზნად. ეს სტრატეგია გულისხმობს კომფორტის უზრუნველყოფას სხვადასხვა მიმართულებით: მყუდრო, მოწესრიგებული დასახლება, სარეკრეაციო ზონა, მიწისქვეშა ავტოსადგომი, მოპირკეთებული, დაკეტილი სადარბაზო, ხარისხიანი, ენერგოეფექტიანი მასალები და სხვა.

ამჟამად კომპანიას ორი მიმდინარე პროექტი აქვს: „ალფა გლდანი“ და „ალფა ვარკეთილი“. გლდანის კომპლექსი ერთ თვეში სრულდება, ვარკეთილი კი – მომავალი წლის ზაფხულში. კომპლექსების განსხვავება და უპირატესობები თვალშისაცემია: შენობები არ არის მაღალსართულიანი და მრავალსადარბაზოიანი, რაც უფრო მშვიდ, ევროპული სტილის დასახლებას ქმნის. დიდი ყურადღება ექცევა მიმდებარე ინფრასტრუქტურას: კომპლექსებში გათვალისწინებულია გამწვანებული, მოპირკეთებული შიდა ეზო და მიწისქვეშა ავტოსადგომი. გარდა იმისა, რომ ინფრასტრუქტურა მორგებულია შშმ პირების მოთხოვნებზე, ყველა კომპლექსში არის სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებზე ადაპტირებული ბინები. დახვეწილია სივრცის დაგეგმვის სისტემაც: ოთახები ოპტიმალურადაა განაწილებული, აივნების ზომა ადეკვატურია და არ ამცირებს საცხოვრებელ ფართობს.

„ალფა დეველოპმენტის“ სტაბილური წინსვლის დასტური არის 10-წლიანი გამოცდილება, 20-ზე მეტი დასრულებული პროექტი და 500-ზე მეტი კმაყოფილი მობინადრე. ამ პერიოდის მანძილზე კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ჯამური ოდენობა 20 მილიონ ლარს შეადგენს. მომხმარებლებზე ზრუნვა, სხვა ყველაფერთან ერთად, მშენებლობისას გამოყენებულ მასალებზეც აისახება. კომპანიისთვის პრიორიტეტულია ენერგოეფექტიანი მასალების გამოყენება (მაგალითისთვის, დაბალი სართულებისა და ფასადების დათბუნება-მოპირკეთების ტექნოლოგია), რაც მომხმარებელს საყოფაცხოვრებო ხარჯების შემცირებაში ეხმარება. 2022 წელს ჩატარებული ენერგოაუდიტის დასკვნის შედეგად „ალფა დეველოპმენტის“ ნაგებობების თბური დანაკარგები სხვა მშენებლობებთან შედარებით 38 %-ით ნაკლებია, გათბობა-გაგრილებაზე მიიღწევა ენერგორესურსის 30 %-იანი დაზოგვა, ხოლო დაზოგილი ენერგია უზრუნველყოფს CO2-ის ემისიის შემცირებას. მკაცრად კონტროლდება სამშენებლო მასალების ხარისხი – ყველა პროდუქტი არის სერტიფიცირებული და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო.

წინასაახალწლოდ „ალფა დეველოპმენტი“ მომხმარებელს განსაკუთრებულ სიურპრიზს უმზადებს და „ალფა გლდანში“ ბინის შეძენის მსურველებს ფასდაკლებას სთავაზობს. დასრულებულ კომპლექსში, ე.წ. „მწვანე კარკასის“ მდგომარეობაში, ბინის ფასდაკლებით შეძენა მეტად ხელსაყრელი წინადადებაა. სასურველი აპარტამენტის შერჩევა „ალფა დეველოპმენტის“ ვებგვერდზე შეგიძლიათ: www.alfad.ge.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო