ზურა ჯაფარიძე - ერთადერთი, რამაც შეიძლება ივანიშვილს უკან დაახევინოს, ანგარიშგასაწევი ძალაა ოპოზიციურ ფლანგზე - ეს ძალა ჯერ არ არსებობს, შესაქმნელია

არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინები, სასამართლოსგან და სალომე ზურაბიშვილისგან, რომელსაც შეწყალების ბერკეტი აქვს - არ მგონია, რომ ივანიშვილი გაუშვებს სააკაშვილს ჰუმანიტარული მიზნებიდან და მოტივებიდან გამომდინარე. ეგ ადამიანი სხვა მოტივებით ცხოვრობს და მოძრაობს, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც დღეს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებენ.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, ივანიშვილს უკან მხოლოდ ანგარიშგასაწევი ძალა დაახევინებს.

„პესიმისტური მოლოდინი მაქვს. მე არ გამოვირჩევი იმით, რომ ოპტიმისტური მოლოდინი მქონდეს ივანიშვილის სასამართლოსთან მიმართებაში. სამწუხაროდ, ამჯერადაც არ ვარ ოპტიმისტური მოლოდინით სავსე. არ მგონია, რომ ივანიშვილი გაუშვებს სააკაშვილს ჰუმანიტარული მიზნებიდან და მოტივებიდან გამომდინარე. არ არის ეგ ადამიანი, სხვა მოტივებით ცხოვრობს და მოძრაობს. არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინები, არც სასამართლოსგან და არც სალომე ზურაბიშვილისგან, რომელსაც შეწყალების ბერკეტი აქვს.

ჩემი აზრით, ერთადერთი, რამაც შეიძლება ივანიშვილს უკან დაახევინოს და გადაადგმევინოს ისეთი ნაბიჯები, რაც სწორია, ეს არის ანგარიშგასაწევი ძალა ოპოზიციურ ფლანგზე. ეს ძალა ჯერ არ არსებობს, შესაქმნელია. ამას სჭირდება ერთიანი კოორდინირებული მოქმედება ოპოზიციურ ფლანგზე, ამ მიმართულებით რაღაც ნაბიჯები გადავდგით“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა