ნიკა მელია - სასამართლოს უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ყველამ უნდა გადავწყვიტოთ, ვეგუებით რეალობას თუ არა

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ყველამ უნდა გადავწყვიტოთ, ვეგუებით რეალობას თუ არა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა.

კითხვაზე, თუ რა გეგმა აქვს ოპოზიციას, მელია პასუხობს, რომ ოპოზიციური სპექტრი გადაწყვეტილებას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით მიიღებს.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი უარყოფითი გადაწყვეტილება, ღმერთმა დაგვიფაროს, საწყენი იქნება, მაგრამ რეალობა ჩვენ გვაიძულებს, რომ ეს მაღალი ალბათობა დავუშვათ. თუ ამას ექნება ადგილი, ამის შემდეგ ჩვენც, თქვენც, ჟურნალისტებმაც, უნდა გადავწყვიტოთ ვეგუებით რეალობას, თუ არ ვეგუებით. მე ვფიქრობ, ოჯახის პოზიცია, თავად სააკაშვილის პოზიცია ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში იყო ის სტრატეგია, რასაც ადგილი ჰქონდა. ჩვენც მაქსიმალურად ვიყავით კოორდინაციაში ამ სტრატეგიის განვითარებასთან ერთად არა ხელოვნურად, არამედ ბუნებრივად, იმიტომ რომ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა და გახდა საჭირო, რომ სხვადასხვა ექსპერტთა ჯგუფებს შესაბამისი დასკვნები დაედო,“ - განაცხადა მელიამ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის