შალვა ხაჭაპურიძე - მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იყვნენ მოსული და მოვისმინე, რომ „ვერ გაძლებს ეს ადამიანი“, მაშინ გამოვიდნენ 200 ათასი, მივიდნენ სალომე ზურაბიშვილთან და აქეთ შეეხვეწება, იქვე მოუწერს ხელს

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იყვნენ მოსული და მოვისმინე, რომ „ვერ გაძლებს ეს ადამიანი“, მაშინ გამოვიდნენ 200 ათასი, მივიდნენ სალომე ზურაბიშვილთან და აქეთ შეეხვეწება, იქვე ღობის ძირში მოუწერს ხელს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის გადადებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებისგან პრეტენზიები იყო პროცესისადმი, ელოდნენ, რომ დღეს ყველაფერი დამთავრდებოდა, თუმცა ეს შეუძლებელი იყო, რადგან საქმეში დიდი რაოდენობით მასალაა წარმოდგენილი.

„თუ ჩვენ გვესმის, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა და ჩვენ 4-5 პროცესისთვის ვერ შევძლებთ ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებას, მაშინ არსებობს მიმართვა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსადმი, რეგლამენტის 39-ე მუხლით, გადაუდებელი ღონისძიებით, მაგრამ იქაც პრეცედენტულ მომენტებთან გვაქვს საქმე. სახელმწიფო გვეტყვის, რომ გადაუდებელი რა არის, აგერ გადაყვანილია კერძო კლინიკაში და ვმკურნალობო, ხოლო ქვეყნიდან გაყვანის პრეცედენტს სამართალი არ იცნობს. როდესაც ვხვდებოდით ევროპარლამენტარებს, ისინი ცალსახად სვამდნენ საკითხს, გვაჩვენეთ სამართლებრივი გზა, როგორაა შესაძლებელი ამ ადამიანის სამკურნალოდ გადაყვანა. რასაც ვაკეთებთ ახლა სამართლებრივი გზა ეს არის. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იყვნენ მოსული და მოვისმინე, რომ „ვერ გაძლებს ეს ადამიანი“ და ა.შ. მაშინ გამოვიდნენ 200 ათასი, მივიდნენ სალომე ზურაბიშვილთან და აქეთ შეეხვეწება, იქვე ღობის ძირში მოუწერს ხელს და დამთავრდება უცებ ყველაფერი, მაგაზე ნაკლებებზე არ მოუწერია ხელი სალომე ზურაბიშვილს, ვიცნობ წლებია. ხოლო თუ სამართალზე უნდათ საუბარი, სამართალი ასეთია. ზოგადად პროცესისადმი იყო პრეტენზიები. როგორც ჩანს, მოლოდინი იყო, რომ დღეს დამთავრდებოდა და დღეს ვერ დამთავრდებოდა, 21 ტომია წარდგენილი მარტო ჩემს მიერ, ქალბატონი მარიამ ჯიშკარიანისგან არის 6 ტომი და პლუს პენიტენციურ დეპარტამენტს აქვს კიდევ უზარმაზარი მასალა წარმოდგენილი და ერთ დღეში როგორ უნდა დამთავრებული?“ - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იუსტიციის მინისტრისა და მასზე დაქვემდებარებული კლინიკის, „ვივამედის“ განცხადებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია.

„ნახეთ რამხელა წინააღმდეგობა გამოდის, იუსტიციის მინისტრი ამბობს, სააკაშვილი იტყუება და არც არაფერი არ ჭირს, ხოლო ამ დროს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული კლინიკა „ვივამედი“ ამბობს, რომ პატიმარი იმდენად მძიმეა, სამ კილომეტრსაც ვერ გაივლისო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სასამართლო პროცესზე უნდა გაჟღერდეს“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო