გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საზოგადოებას პირველი ანგარიში წარუდგინა

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მერის რანგში საზოგადოებას პირველი ანგარიში წარუდგინა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა 2022 წელს მერიის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურულ, სპორტულ, ახალგაზრდულ და საგანმანათლებლო პროექტებზე და პროგრამებზე ისაუბრა.

მათივე ცნობით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მედიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.

„ერთი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში 60 კილომეტრამდე გზა რეაბილიტირდა, მათ შორის 50 კილომეტრამდე სოფლებში. მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოეწყო 8 სკვერი და 9 სპორტული მოედანი, 11 სოფელში დამონტაჟდა ახალი სასმელი წყლის სისტემა, რეაბილიტირდა 3 საბავშვო ბაღი და 6 სკოლა, დასრულდა 3 და მიმდინარეობს 2 საბავშვო ბაღის მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეში სასწავლო პროცესი ახლადაშენებულ სკოლაში განახლდა.

მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამით, რომელიც ითვალისწინებს რიგი სამედიცინო სერვისების დაფინანსებასა და სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის ფულადი დახმარებების გაცემას, 9 ათასამდე მოქალაქემ ისარგებლა.

მოსახლეობასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით თანადაფინანსების პროგრამების ფარგლებში 200 - მდე პროექტი განხორციელდა. პროგრამების მიზანი, მუნიციპალურ დონეზე სხვადასხვა სფეროს განვითარება და თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის ზრდის ხელშეწყობა იყო.

გორის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშის პრეზენტაციას ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ჟურნალისტები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა