შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმდენი აჯანჯღარა ეს ქვეყანა, რომ საბოლოო ჯამში თავად მოიშალნენ

ეს არის ლოგიკური დასასრული იმ რადიკალური დღის წესრიგისა, რომელიც მათ აქვთ. („ნაციონალურმა მოძრაობამ“) იმდენი აჯანჯღარა ეს ქვეყანა, რომ საბოლოო ჯამში, თავად მოიშალნენ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, პრობლემაა არა „ნაციონალურ მოძრაობაში“, არამედ იმაში, რომ ისინი ყველანაირად აცდენილები არიან, როგორც მოსახლეობის ინტერესებს, ისე ელემენტარული დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს.

„ეს არის ლოგიკური დასასრული იმ რადიკალური დღის წესრიგისა, რომელიც მათ აქვთ. მათ იმდენი აჯანჯღარეს ეს ქვეყანა, რომ საბოლოო ჯამში, თავად მოიშალნენ. რაც შეეხება არჩევნებს, თუ ვის აირჩევენ, პრობლემაა არა ხელმძღვანელობაში, „ნაციონალურ მოძრაობაში“, არამედ პრობლემაა იმაში, რომ ისინი ყველანაირად აცდენილები არიან როგორც მოსახლეობის ინტერესებს, ისე ელემენტარული დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. სანამ ამ პრობლემებს არ გადაჭრიან, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ხელმძღვანელი“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა