რუსთავში, შარტავას მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, ასფალტის საფარი იგება

რუსთავში, ჟიული შარტავას მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, ასფალტის საფარი იგება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ადგილზე გაეცნო.

როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, ჟიული შარტავას სახელობის მოედანზე 6000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა 4 მწვანე კუნძული და დენდროლოგიური ზონები.

„ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას ჩვენი მთავარი მიზანი, სამუშაოს ხარისხიანად შესრულებაა, ჩვენ არცერთ პროექტს, რომელიც ქალაქში ხორციელდება, არ ვაკეთებთ საჩვენებლად. ბიუჯეტიდან თანხა და თანხის გარდა, უზარმაზარი ადამიანური რესურსი იმიტომ იხარჯება, რომ საქმე გაკეთდეს ხარისხიანად. შარტავს მოედანზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშოების ფარგლებში უკვე დავიწყეთ ასფალტის საფარის დაგება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი მსხვილი პროექტი, რომელიც გულისხმობს რუსთავის შემოსასვლელის რეაბილიტაციას და სამი ძირითადი მოედნის განახლებას“, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

მისივე განმარტებით, შარტავას მოედანი არის ერთ-ერთი ძირითადი საგზაო კვანძი, რომლის რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვალა წყალსადენის სისტემა, დამონტაჟდა ჩამკეტები.

„შარტავას მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჩვენ წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად ვიმუშავეთ, რომ მოგვეწესრიგებინა წყალსადენის სისტემა. გამოიცვალა 220 მეტრი სიგრძის მილსადენი, მოეწყო თანამედროვე ევროპული ჩამკეტები, რაც გამართულ წყალმომარაგებასა და სწორ მენეჯმენტს უზრუნველყოფს. ადგილზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში მოიხსნება ის დისკომფორტი, რაც რუსთაველებს შეექმნათ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჯამში, პროექტის მიხედვით, რომელიც ქალაქის შემოსასვლელისა და 3 მოედნის რეკონსტრუქციას, ტექნიკური სარწყავი წყლის სისტემის, გარე განათების მოწყობას ითვალისწინებს, 2000-მდე ახალი ნერგი დაირგვება.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა