ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს არა პოლიტიკური კულტურის და შიდა დემოკრატიის გაძლიერება, არამედ ძალთა განაწილება - ეს არ არის დემოკრატიული პროცესი

„ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარეობს არა პოლიტიკური კულტურის და შიდა დემოკრატიის გაძლიერება, არამედ ძალთა განაწილება - ვინ უფრო მეტ დაფინანსებას მიიღებს მათი მხარდამჭერი ოლიგარქებისგან და ვის ექნება უფრო რადიკალური ნაბიჯების განხორციელების შესაძლებლობა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესი დემოკრატიული არაა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალაუფლებისთვის ბრძოლა მომდინარეობს. ეს არ არის დემოკრატიული პროცესი. ეს პარტია არ იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს და შესაბამისად, აქ მიმდინარეობს არა პოლიტიკური კულტურის და შიდა დემოკრატიის გაძლიერება, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ძალთა განაწილება - ვინ უფრო მეტ დაფინანსებას მიიღებს მათი მხარდამჭერი ოლიგარქებისგან და ვის ექნება უფრო რადიკალური ნაბიჯების განხორციელების შესაძლებლობა. როდესაც პარტიაში მიმდინარეობს არა შიდაპოლიტიკური კულტურის განვითარების, არამედ ძალაუფლების კონცენტრაციაზე ორიენტირებული პროცესი, ეს პარტიული განვითარებისთვის კარგი არ არის“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში