გიორგი ვაშაძე - სამოქალაქო სექტორის შერჩეულ სახალხო დამცველობის სამივე კანდიდატს მხარს დავუჭერთ

სამი კანდიდატია, რომელიც სამოქალაქო სექტორმა შეარჩია, ჩვენ სამივეს დავუჭერთ მხარს - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციას ჰქონდეს მკაფიო პოზიცია, არ გადაუხვიონ საკუთარ განაცხადს, არ შეეკრან „ქართულ ოცნებას“, რომ გააყვანინოს რომელიმე მისთვის სასურველი კანდიდატი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან სახალხო დამცველობის კანდიდატის შერჩევაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ვაშაძე განმარტავს, თუ პოლიტიკური ნება ექნება „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ამ სამიდან აირჩიოს მისთვის ყველაზე მისაღები კანდიდატი.

„სამი კანდიდატია, რომელიც სამოქალაქო სექტორმა შეარჩია, ჩვენ სამივეს დავუჭერთ მხარს. თუ პოლიტიკური ნება ექნება „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ამ სამიდან აირჩიოს მისთვის ყველაზე მისაღები კანდიდატი. სამწუხაროდ, როგორც თვალს ვადევნებ პროცესს, მე არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციას ჰქონდეს მკაფიო პოზიცია და არ გადაუხვიონ საკუთარ განაცხადს, არ შეეკრას „ქართულ ოცნებას“, რომ გააყვანინოს რომელიმე მისთვის სასურველი კანდიდატი. სამოქალაქო სექტორმა სამი კანდიდატი წარადგინა და სამიდან შეუძლია „ქართულ ოცნებას“ რომ მისთვის მისაღები აირჩიოს“, - აღნიშნავს ვაშაძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო