საქართველოში აპოლიტიკური აკადემიის კურსდამთავრებულთა ცერემონიალი გაიმართა

ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, სასტუმრო „რუმსში“, აპოლიტიკური აკადემიის კურსდამთავრებულთა ცერემონიალი გაიმართა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებას ამერიკის ელჩი კელი დეგნანი, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები დაესწრნენ.

„აპოლიტიკური აკადემია Apolitical Global -ის რეპლიკაციაა კავკასიის რეგიონში და მისი დამფუძნებლები ნინო ზამბახიძე, ვერა ქობალია და ვალერი ჩეხერია არიან.

აპოლიტიკური აკადემიის მიზანი, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაა. აკადემია კურსის მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ პოლიტიკის შემუშავებას, დებატებს, კამპანიას, გამჭვირვალობისა და ეთიკის მნიშვნელობას, მენეჯმენტს სტატუს კვოს მიღმა მსოფლიოს წამყვანი ექსპერტებისგან, პროფესორებისგან და მენტორებისგან. სპეციალურად კურირებული სესიების სერია ნელ-ნელა გარდაქმნის მათ ნამდვილ, ძლიერ საზოგადოებრივ ლიდერებად.

კურსდამთავრებულებს შეეძლებათ გლობალური კონტექსტით ფეხი აუწყონ თანამედროვე გამოწვევებს, რომლებიც განვითარების დღის წესრიგის წინა პლანზეა, არა ადგილობრივი/რეგიონული პერსპექტივიდან, არამედ უფრო ფართო სპექტრიდან.

კურსის დასრულების შემდეგ, თითოეული მონაწილე აპოლიტიკური აკადემიის საერთაშორისო ქსელის წევრი გახდება, რაც იმას ნიშნავს რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მათ ეყოლებათ თანამოაზრეები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად