ირაკლი ნადირაძე - მთავარია, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები სწრაფად ჩატარდეს და ტურბულენტობა მოიხსნას

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს როგორი ფორმით ჩატარდება თავმჯდომარის არჩევნები, მთავარია პროცესი სწრაფად დასრულდეს.

როგორც მან პარტიაში პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განმარტა, პოლიტსაბჭოზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე უნდა იყოს მსჯელობა.

„მთავარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე უნდა იყოს მსჯელობა პოლიტსაბჭოზე. იმ სასამართლო პროცესებზე, რომელიც მიდის მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის არჩევას, ღია თუ ფარული არჩევნები. ამ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა ამას არ აქვს. მთავარია, ეს არჩევნები სწრაფად ჩატარდეს და ეს ტურბულენტობა, რაც არის სწრაფად მოიხსნას და ყველა ერთად მთავარ საკითხებზე ვკონცენტრირდეთ. ახლა მთავარია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენა. არჩევნების შემდგომ არ უნდა დარჩეს კითხვის ნიშანი, რომ დახურულ სისტემაში ამ პარტიის არაკეთილმოსურნეები ჩაერივნენ ამ არჩევნებში, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ამას, მთავარია, რომ სწრაფად დასრულდეს არჩევნები“, - განაცხადა ნადირაძემ.

მისივე თქმით, დღეს პარტიას ყველაზე მეტად ლევენ ხაბეიშვილის შრომისუნარიანობა, მისი მებრძოლი ხასიათი და შრომისმოყვარეობა სჭირდება.

„ვფიქრობ, რომ პარტიას სჭირდება ცვლილებები, სჭირდება ახალი ენერგია, სჭირდება ახალი მუხტი. პარტია უნდა იყოს სრულად გამართული, ამიტომ ვფიქრობ, რომ დღეს პარტიას ყველაზე მეტად ლევენ ხაბეიშვილის შრომისუნარიანობა, მისი მებრძოლი ხასიათი და შრომისმოყვარეობა სჭირდება.

სამივე კანდიდატი პარტიაში არის ძალიან ღირსეული კანდიდატი, იქნება ეს ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი თუ გიორგი მუმლაძე. ამ ადამიანებს ჰყავთ მხარდამჭერები და ეს უნდა გადაწყვიტოს ჩვენმა ძალიან ბევრმა მხარდამჭერმა, თუ ამ ძალიან რთულ ვითარებაში პარტიას ვინ უნდა უხელმძღვანელოს", - განაცხადა ნადირაძემ.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა